მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ოთო მაისურაძეს ახლახან პირველი ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას ლილეანა დაარქვეს.
ანიტას ოფიციალურ გვერდზე პატარას ფოტო გამოქვეყნდა:
„პატარა ლილეანა მაისურაძე დაიბადა დღეს ღამე. ანიტა და ლილე ორივე ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის…“