ჰოლივუდის მსახიობის ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტს, Roscosmos-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი როგოზინი ეხმიანება. როგოზინმა ანჯელინა ჯოლის ლექსი მიუძღვნა და განმარტა, რომ მის გამო იმედგაცრუებულია და გადაწყვიტა ამგვარად მიემართა მსახიობისთვის.
როგოზინი თავისი ლექსით ანჯელინას ოკუპირებულ დონბასში იწვევს, სადაც მისი თქმით, არის არაყი, ლუდი და კვასი.
ვიდეო: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა – მსახიობი ერთ-ერთ კაფეში შეამჩნიეს
„ანჯელინა, აქამდე ლექსი არ დამიწერია, მაგრამ თქვენ, მეგობარო, იმედი გამიცრუეთ, ასე რომ ვწერ… მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი, კვასი, გვაქვს სენდვიჩიც…
ლამაზმანს არ აწყენინებს ჩვენი სასტიკი ჯარისკაცი, ფილმში ჰყავხარ ნანახი და კვლავ რომ გხედავს, ბედნიერია“ – ასე ასრულებს თავის ლექსს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი.
როგოზინმა თავისი პოეტური შემოქმედება „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა.
„ანჯელინა ჯოლის დანახვაზე, გული მერევა“ – თინა კანდელაკი
#Roscosmos director Dmitry #Rogozin complained that Angelina #Jolie decided to visit #Lviv instead of #Russian-occupied #Donbas and wrote a poem to her. pic.twitter.com/j0LxBcoopI— NEXTA (@nexta_tv) May 1, 2022