ანჯელინა ჯოლი, რომელიც გაერო-ს უმაღლესი კომისარია ლტოლვილების საკითხებში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოვიდა.
ჯოლი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ჯონ კერიმ გაწეული საქმიანობისთვის მსახიობს მადლობა გადაუხადა.
საკუთარი გამოსვლისას კი ანჯელინამ ისაუბრა 65 მილიონ ლტოლვილზე, რომლებიც მსოფლიო კონფლიქტების გამო უსახლკაროდ და უსამშობლოდ დარჩნენ. მსაიობმა განაცხადა, რომ დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა აღნიშნული პრობლემებისა და კონფლიქტების იგნორირება. ჯოლი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გავიაზროთ მიმდინარე მოვლენების მასშტაბი და მსოფლიომ იფიქროს გამოსავლის შესახებ.