LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი ფერადკანიანი პიტერ პენის დედა გახდება

94

ანჯელინა ჯოლი და დევიდ ოიელოვო ფილმების „ალისა საოცრებათა სამყაროში“ და „პიტერ პენი“ ერთიან გაგრძელებაზე მუშაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბრენდა ჩეპმენის ფილმში ჯოლი და ოიელოვო მთავარ როლებს განასახიერებენ. ფილმში, რომლის სამუშაო სახელწოდება „Come Away“ იქნება, ორივე მულტფილმის მოქმედებამდე დროში ვითარდება: სანამ პიტერ პენი მუდმივად ახალგაზრდა ადამიანი გახდებოდა და სანამ ალისა საოცრებათა სამყაროში წავიდოდა. ცნობილია ისიც, რომ ორივე მათგანი შერეული რასის წარმომადგენელი იქნება.

ჯოლი და ოიელოვო კი მათი მშობლების როლს შეასრულებენ.