ანჯელინა ჯოლი უახლოეს მომავალში ჰოლივუდის დატოვებას გეგმავს, რათა ბრედ პიტთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, „თავისი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს“.
Page Six-ის ინფორმაციით, 50 წლის მსახიობმა გასაყიდად გაიტანა თავისი 25 მილიონ დოლარად შეფასებული მამული, სადაც ბაღები, საცურაო აუზი და სტუდიაა განთავსებული. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა ჯოლი ექვს შვილთან ერთად 2016 წლიდან.
მედიის ინფორმაციით, ჯოლის სურს ახალი ცხოვრება დაიწყოს, რომელიც აღარ იქნება დაკავშირებული არც აშშ-ში ცხოვრებასთან და არც ხმაურიან განქორწინებასთან ბრედ პიტთან.
„იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მას ბრედთან გადახდა, დასვენების ერთადერთი გზა წასვლაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა, პროდიუსერმა და ჯოლის მრავალწლიანმა თანამოაზრემ, ჯეი ბენჯამინმა.
ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადის – უახლესი დეტალები
ფოტო/ვიდეო: „რა სჭირს სახეზე?“ – ანჯელინა ჯოლის უახლესი გამოჩენა საზოგადოებას შოკში აგდებს


