LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი პედაგოგობას იწყებს – შეთავაზება უკვე მეორე უნივერსიტეტისგან

88

41 წლის ანჯელინა ჯოლი პედაგოგიურ საქმიანობას სრული სერიოზულობით უდგება. მსახიობი და რეჟისორი არამხოლოდ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სკოლაში, არამედ – ვაშინგტონში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტშიც წაიკითხავს ლექციებს.

ენჯი მოწვეული პროფესორი იქნება და მისი ლექციები მიეძღვნება თემებს, რომელიც ვარსკვლავს უკვე არაერთი წელია, აღელვებს – ქალების უფლებები, მშვიდობა მთელს დედამიწაზე და უსაფრთხოების საკითხები.

თავად ჯოლის კოლეჯში არასოდეს უსწავლია, თუმცა მსახიობი დარწმუნებულია, რომ ეს პედაგოგის როლში ხელს არ შეუშლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g