ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი მარტოხელა დედაა. ამ მომენტამდე ბავშვები ჯოლის მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. ანჯელინა ცდილობს, დრო ყველაფრისთვის მოასწროს: შვილებთან ერთად ისეირნოს, მაღაზიებში საყიდლებზეც იაროს და ფილმებშიც მიიღოს მონაწილეობა .
ამჯერად პაპარაცებმა ვარსკვლავი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს, როდესაც მას უმცროსი ქალიშვილი, ვივიენი კარატედან გამოჰყავდა.
შავი შარვალი, ნაცრისფერი ხალათის სტილის მოსასხამი, მაქმანებიანი ტოპი და მზისგან დამცავი სათვალეები – ანჯელინა როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა.



