როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ პიტს რომანი 21 წლის მსახიობ ელა პერნელთან აქვს, ამ დღეებში კი პაემანზე ანჯელინაც წავიდა. პაპარაცებმა ჯოლი მაშინ გადაიღეს, როდესაც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი რესტორანი ჭაღარა მამაკაცთან ერთად დატოვა.
ჯოლი გამუდმებით იცინოდა, დამშვიდობების წინ კი მათ ერთმანეთს გადაკოცნეს.
შეგახსენებთ, რომ ჯოლი-პიტი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი იყო. ისინი 2016 წლის სექტემბერში დაშორდნენ ერთამენთს, წყვილს 6 შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი ბიოლოგიური, სამი კი – აყვანილია.





