ამ დღეებში, პაპარაცებმა ანჯელინა ჯოლი 14 წლის ვაჟიშვილთან, პაქსთან ერთად ბევერლი-ჰილსზე დააფიქსირეს. მსგავსი გამოსვლებით ჯოლი თაყვანისმცემლებს არც ისე ხშირად ანებივრებს, შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლები ამ ფაქტს განსაკუთრებით ყურადღებით ადევნებენ თვალს.
ანჯელინამ ამჯერადაც მკაცრ ჩაცმულობას მიანიჭა უპირატესობა: მას შავი ფერი პიჯაკი, მაისური და შარვალი ეცვა. მაკიაჟზე ვარსკვლავმა ამჯერად უარი თქვა და სახე დიდი ზომის მზის სათვალით დაიფარა. ჯოლი ბედნიერად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს დასავლურ მედიაში ჯოლისა და მისი 35 წლის კოლეგას, ედ სკრეინის რომანზე დაიწერა, თუმცა ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, ოფიციალურად არ დადასტურებულა.