LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და The Weeknd-მა ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში ერთად ივახშმეს – „დეილი მეილი“

363
Untitleddd

„ 46 წლის ანჯელინა ჯოლიმ და 31 წლის The Weeknd-მა ერთად ივახშმეს“ – ასეთი სათაურით ავრცელებს ინფორმაციას დასავლური მედია „დეილი მეილი“ .

როგორც სტატიიდან ირკვევა, რამდენიმე დღის წინ მათ ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში ერთად ივახშმეს. მართალია, მათი მეგობრობის შესახებ ცნობილი არაფერი იყო, თუმცა, მათ ირგვლივ ერთი დამაინტრიგებელი ფაქტი მაინც მოიძებნება. 31 წლის არტისტი ერთ-ერთ სიმღერაში ანჯელინა ჯოლის ახსენებს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობა. არ არსებობს მათი შეხვედრის დამამტკიცებელი ფოტოები, თუმცა გვინდა შეგახსენოთ, რომ როგორც წესი, დასავლური ტაბლოიდების ვერსიები ხშირ შემთხვევაში მართლდება ხოლმე.

ცნობისთვის, The Weeknd, ისევე როგორც ანჯელინა ჯოლი ამ ეტაპზე თავისუფალია. მართალია არსებობს გარკვეული ჭორები ჯოლისა და მისი ყოფილი ქმრის, ჯონი ლი მილერის აღდგენილი ურთიერთობის შესახებ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ანჯელინა ჯოლიმ 17 წლის ვაჟი ყოფილი მეუღლის გასაცნობად წაიყვანა – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები