ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახს მეშვიდე ბავშვი შეემატა, RadarOnline-ის ინფორმაციით, ანჯელინამ კამბოჯელი ბიჭი, ალოი იშვილა.
„შვილად აყვანის პროცედურა საიდუმლო საბრძოლო ოპერაციასავით ჩატარდა. ენჯის არ უნდოდა, რომ ბრედს ამის შესახებ ცოდნოდა, რადგანაც იცის, რომ ქმარი წინააღმდეგი იქნებოდა,“ – ამბობს RadarOnline-ის წყარო.
ბიჭი, რომელიც ჯოლიმ იშვილა, კამბოჯელი ძალიან ღარიბი წყვილის ცამეტიდან ერთ-ერთი შვილია. ბავშვის მამა ავად არის და არ მუშაობს. ანჯელინა დიდი ხანია, ოჯახს ეხმარება, ამასთან მან ერთ-ერთი შვილის აყვანის სანაცვლოდ მშობლებს 1 მილიონი დოლარი გადაუხადა.