რამდენიმე დღის წინ სელმა ჰაიეკს 55 წელი შეუსრულდა. მან იუბილე ახლო მეგობრების გარემოცვაში გაატარა. მათ შორის გახლდათ ანჯელინა ჯოლიც. როგორც ჩანს, სელმა და ანჯელინა ფილმის, „მარადიულების“ გადასაღებ მოედანზე კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ.
ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი და სხვები… ,,მარადიულების” პირველი ტრეილერი გავრცელდა
სელმამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც სადღესასწაულო ტორტზე სანთლების ჩაქრობის მომენტია გადაღებული, უეცრად ანჯელინა სელმას ტორტში თავს აყოფინებს. სახალისო ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.