ანჯელინა ჯოლის ძმა, ჯეიმს ჰევენი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და ერთ-ერთ პოდკასტში ანჯელინაზე, დისშვილებსა და ჯოლი-პიტის სკანდალურ განქორწინებაზე ისაუბრა.
52 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დისშვილების დასაცავად. მისი თქმით, ანჯელინასა და ბრედის განქორწინების შემდეგ, და-ძმას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.
„ჩვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი, მისი დაცვითა და შემდგომ უკვე მის შვილებზე ზრუნვით დაიწყო“, – აცხადებს ჰევენი.
ცნობისთვის, ჯეიმსი ბოლოს 2022 წელს, მამასთან, ჯონ ვოიტთან ერთად გადაიღეს. აგრეთვე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯოლის ძმას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
ანჯელინა ჯოლის მამა და ძმა მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გადაიღეს