ბოლო დროს, ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად სულ უფრო ხშირად ჩნდება: როგორც ჩანს, მსახიობი საბოლოოდ დაბრუნდა ფორმაში ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ.
ამჯერად, ვარსკვლავი უმცროს ვაჟიშვილთან, ნოქსთან ერთად გადაიღეს. ჯოლიმ ტრადიციულ სტილს არ უღალატა და შავი ფერის მოსასხამი ჩაიცვა, ნოქსი კი, როგორც ჩანს, უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს თხელ მაისურში.
თაყვანისმცემლები დედა-შვილს შორის მკვეთრად განსხვავებულმა სტილმა გააოცა. ისინი ანჯელინას აკრიტიკებენ და ურჩევენ, შვილს მეტი ყურადღება მიაქციოს.