LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ლესბოსური სიყვარული – ვინ იყო მისი მეგობარი გოგონა

198

ანჯელინა ჯოლის თინეიჯერობის ველური წლები იმაზე მეტად ბუნდოვანი და ჩახლართულია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. RadarOnline-ის ინფორმაციით, გაირკვა ქალის ვინაობა, რომელიც ანჯელინა ჯოლის უყვარდა.

ჯენი შიმიზუსა და ანჯელინას შორის ურთიერთობა 1996 წელს, ფილმ Foxfire-ის გადაღებისას დიწყო. ამ დროს შიმიზუ მეგობარ გოგონასთან, ლუიზა მოსქუერასთან ერთად ცხოვრობდა.

 როდესაც ჯოლისთან ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი გახდა, პრობლემები დაიწყო მოსქუერასთანაც და ყველაფერი სასამართლოთი დასრულდა.

ჩანაწერების მიხედვით, შიმიზუმ 1996 წლის 8 ნოემბერს წინა დღეს მომხდარი ინციდენტის გამო, $20,000 გირაო გადაიხადა. ინციდენტში კი ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა ფიგურირებდა.

მორიგი ინციდენტების გამო კი 1996 წლის 4 დეკემბერსა და 9 დეკემბერს შიმიზუმ გირაოს სახით 80 000 დოლარი გადაიხადა.

RadarOnline წერს, რომ ანჯელინას ყოფილი მეგობარი ქალი ამის შემდეგ არაერთხელ გაასამართლეს. აქვს თუ არა ურთიერთობა ჯოლის ამჟამად შიმიზუსთან, უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები