ანჯელინა ჯოლის მამა, ჯონ ვოიტი და ძმა, ჯეიმს ჰევენი მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ ბევერლი-ჰილსზე ერთად გამოჩნდნენ. მამა-შვილი სავახშმოდ მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ისინი ერთად 5 წლის წინ გამოჩნდნენ.
83 წლის ვოიტს კუბოკრული პერანგი და კრემისფერი ქურთუკი ეცვა, 49 წლის ჰევენი კი თეთრ მაისურსა და შარვალში იყო გამოწყობილი. ინსაიდერების ცნობით, ანჯელინას მამასთან და ძმასთან ხშირი კონტაქტი არ აქვს.
ცნობისთვის, გასულ წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯოლის ძმას ფინანსური პრობლემები აქვს. ის თავისი შეყვარებულის, კარატეს ინსტრუქტორის, ეშლი რეინის სახლში ცხოვრობს, რომელიც ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარეობს.