დასავლური მედიის ცნობით, ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს თავის კოლეგასთან, ედ სკრეინთან. ინსაიდერის ცნობით, 42 წლის ჯოლი და 35 წლის სკრეინი მოუთმენლად ელოდებიან, როდის დაიწყება „მალეფისენტის“ მეორე ნაწილის გადაღებები, სადაც ორივე მონაწილეობს. არსებობს ვარაუდი, რომ ჯოლი სწორედ მის გამო დათანხმად ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ სკრეინი ამომავალი ვარსკვლავი და მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მედიამ გაარკვია, რომ მას ცოლი და ერთი ვაჟიშვილი ჰყავს.
რაც შეეხება ანჯელინას, შეგახსენებთ, რომ ის და ბრედ პიტი 2016 წლის სექტემბერში დაშორდნენ.