ანჯელინა ჯოლი და ბრიტანელი იუველირი, რობერტ პროკოპი უკვე დიდი ხანია თანამშრომოლობენ: სწორედ მას ეკუთვნის ბეჭედი, რომელიც წლების წინ ბრედმა ენჯის უსახსოვრა.
თუმცა ამჯერად, იუველირმა გადაწყვიტა მეგობრობა ახალ საფეხურზე აიყვანოს: სწორედ ანჯელინამ შთააგონა ის მსოფლიოში ყველაზე დიდი, 888 კარატიანი საფირონის შექმნაში. ყელსაბამის მთავარი ქვა 70 შავი საფირონით არის გაფორმებული, სამკაული მთლიანად კი 18 კარატიან ოქროს ჩარჩოშია ჩასმული.
კოლიემ სახელწოდება „ჯოლის ვარსკვლავი“ მიიღო და 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი მსურველი შესაძლოა მისი მეპატრონე გახდეს.
