ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტთან დაბრუნება და ოჯახის კვალვ გაერთიანება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ, 43 წლის მსახიობის ინსაიდერი ავრცელებს, რომლის თქმით, ჰოლივუდის ვარსკვლავი მეუღლესთან შერიგებაზე დაფიქრდა.
,,მისის სმიტთან” დაახლოებული წყაროს ცნობითვე, ყოფილ მეუღლესთან დაბრუნების შესაძლებლობას არ განიხილავს ,,მისტერ სმიტი”.
,,ბრანჯელინას” ერთობაზე ამერიკელი ლამაზმანი მას შემდეგ დაფიქრდა, რაც მიხვდა, რომ მათ საერთო 3 და 3 აყვანილ შვილს, მშობლების ყურადღება არა ცალ-ცალკე, არამედ ერთიანი ძალებით სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა 2005 წელს, ფილმის, ,,მისტერ და მისის სმიტები” გადასაღებ მოედანზე დაიწყო. წყვილი 2012 წლის აპრილში დაინიშნა, 2014 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდა, 2016 წლის სექტემბერში კი გაიყარა.