ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან ერთად ამჯერად ლონდონის სათამაშოების მაღაზიას ესტუმრა. მსახიობი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის 7 წლის ვივიენთან და 9 წლის შაილოსთან ერთად ქუჩაში სეირნობდა. გოგონები ფანტასტიურ ხასიათზე იყვნენ და ერთობოდნენ თოვლიან ამინდში, სანამ ანჯელინა თანაშემწესთან საუბრობდა. ჯოლი როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა შავ პალტოსა და Louis Vuitton-ის ჩანთაში, რომლის ღირებულება 2450 ფუნტი სტერლინგია.
სათამაშოების მაღაზიიდან გამოსული ქალბატონები სრული შემადგენლობით რესტორანს ესტუმრნენ, სადაც ერთად ისადილეს.