ანკა ვასაძე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს მსახიობების საპროტესტო გაფიცვაზე:
„ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ვინც პროფესიაში ენთუზიაზმით და სიყვარულით ვართ და ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ასეთი გადაწყვეტილება იძულებითია. იძულებულები ვართ, ასე მოვიქცეთ, რადგან მთავრობა არ გვისმენს.ამით ვაძლევთ სტიმულს, სხვა საჯარო მოხელეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გაიფიცონ. ისეთი ზომები უნდა მივიღოთ ყველამ ერთად, რომ ჩვენი ხმა გაიგონ…“
ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილს: „თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე, მაშინ იცნობ!“
„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია“ – მაკა მახარაძე