მსახიობი ანკა ვასაძე ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას უფროსი ვაჟი ჰყავს, მცირე ხნის წინ კი გოგონა, რუსია შეეძინა.
როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, მის მეუღლეს ძალიან უნდოდა მეორე პატარას მშობლები გამხდარიყვნენ:
„…როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, მაგრამ ჩვენი შვილები უფრო გვაკავშირებენ ერთმანეთთან. ისიც ბუნებრივია, რომ ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვრჩება, მაგრამ ეს დროებითია. ძალიან მნიშვნელოვანია, ქალებმა ქმარს მიაქციონ ყურადღება, არ მოდუნდნენ, არ შეწყვიტონ გარეგნობაზე ზრუნვა. ქმრებმა კი იცოდნენ, რომ ქალს ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ძალიან დიდი სტრესი გადააქვს, გაიგონ და დაეხმარონ, თუ ქალი განიცდის ბევრ დისკომფორტსა და ტანჯვას ამ პერიოდში, ქმარმა ეს უნდა აიტანოს და ცოლს შეუმსუბუქოს მდგომარეობა. საბოლოოდ, შვილები იზრდებიან და თავის გზაზე მიდიან, ცოლ-ქმარი რჩება ად ხშირად აღმოაჩენენ ხიოლმე, რომ შვილის გარდა საერთო აღარ აქვთ…“