LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკა ვასაძე საყვარელ მასწავლებელს ემშვიდობება: „ვერ წარმომიდგენია მეექვსე სკოლა მის გარეშე…“

259
fortuna (11)

მსახიობი და ტელეწამყვანი, ანკა ვასაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ახლახან გარდაიცვალა მეექვსე საავტორო სკოლის პედაგოგი, ლალი მარუაშვილი, რომელიც ანკას მასწავლებელიც გახლდათ.

„პირველ კლასში შესვენებაზე არაადამიანურად რო დავრბოდით, უცებ ვიღაც დაიყვირებდა: ლალი მარუაშვილი მოდის! და ყველა კივილით გარბოდა. მეც, რა თქმა უნდა, მივყვებოდი სხვებს სირბილით ხან კლასისკენ, ხან დასამალად. ინტერესი მკლავდა, როგორი იყო ქალი, ვისიც მეშინოდა:)) ერთხელაც, როცა დაიყვირეს, ლალი მარუაშვილი მესამე სართულზე ამოდისო, არ დავიმალე, პირიქით, კიბისკენ წავედი, რომ მენახა და მახსოვს, გამიკვირდა. ბავშვებისთვის საშიში ალბათ გარეგნულადაც საშიში უნდა იყოს და როცა ძალიან საყვარელი ქალი დავინახე, იქვე გამიქრა შიში.

გავიდა ოთხი-ხუთი წელი. ზოგს შიში აქვს, ზოგს რიდი მის მიმართ. ცნობილი იყო, თუ დერეფანში წაგასწრებდა გაკვეთილიდან გამოშვებულს, სამასწავლებლოში შესყავდი, რაც სწორი იყო. როცა მეზარებოდა, ცუდად ვიქცეოდი და სულაც არ ვგრძნობდი თავს შეურაცხყოფილად, ისე გავდიოდი კლასიდან. ჰოდა, ერთ-ერთი სანიმუშო ქცევის შემდეგ რომ დავდიოდი დერეფანში უსაქმურობით, ბედნიერი შევეჩეხე ლალი მასს. თვალები გამიფართოვდა, ერთი წამით დავმუნჯდი და უცებ წინასწარ გამზადებული ტექსტი მივაყარე: „ცარცზე გამომიშვა მასწავლებელმა!” იმდენად ყალბი ვიყავი, გაეცინა. აბა, წამოდი, ვკითხოთო, მითხრა და ეს რომ გავიგე გავშრი, ჩემი გულისცემა ყურში ჩამესმოდა. მიმოიხედა, მოვიდა, ჩამეხუტა მითხრა, არ იბოდიალოო და წავიდა
ეს იყო პირველი კონტაქტი.

შემდეგ მერვე კლასში გვასწავლიდა, ნახევარი წელი კლასის დამრიგებელი იყო და ძალიან ბევრი მოგონება გვაქვს. ისეთი საყვარელი ადამიანი იყო, მართლა ვერ წარმომიდგენია ჩვენი სკოლა მის გარეშე.

მეექვსე სკოლასთან ასოცირდება ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები, სადაც გვასწავლეს მეგობრობა, მეგობრობა თაობებს შორის. სკოლაში სწავლის პერიოდში და ახლაც, როცა შემხვდება სრულიად უცნობი ადამიანი, ვინც მეექვსე საავტორო სკოლაში სწავლობდა ბროსეზე, 5 წლით უფროსია, თუ 10 წლით, ორივეს გვიხარია, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ ის ჩემი მეგობარია! ჩემიანია!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g