მსახიობი ანკა ვასაძე კოლეგას ზურა ბერიკაშვილს, მის დაბადების დღეზე, ემოციური სტატუსით იხსენებს:
„ბერიკიტო იყო, არის და მუდამ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული ადამიანი თავის სიკეთით, ნიჭიერებით, მზრუნველობით, სიმართლით და უანგარო სიყვარულით! მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რომ შენთან შემახვედრა და შენს მეგობრად მაქცია. განსაკუთრებით გვიფრთხილდებოდა ახალგაზრდებს თეატრში თუ თეატრს გარეთ. სპექტაკლის ბოლოს წინ გვიშვებდა ისე, რომ გვერიდებოდა კიდეც. მის გარეშე, მისი მოგონების გარეშე არ ყოფილა არც ერთი დღე 2023/12/30 – ის მერე! ყოველ დღე ჩვენს გულში და ფიქრში ხარ და უბრალოდ მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რომ შენ შეგხვდი…“
ზურა ბერიკაშვილი ასევე გაიხსენა რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმაც და აღნიშნა, – „დასრულდა შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ, თუმცა ყველაზე მეტად შენთან ერთად ვიყავით ყველა შენს სათაყვანებელ მარჯანიშვილის თეატრში…“