ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აფრთხილებს, რომ „თუ მთავრობა რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებს“, Anonymous სამთავრობო გვერდებზე, ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს.
თუ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმას გააგრძელებთ, ვუპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე შეტევით
„ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის პოლიციის გამოყენების იმავე სტანდარტს გააგრძელებს, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!“ – წერს Anonymous.
Anonymous-ის განცხადებით, მათ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშეს
Anonymous-ის განცხადებით, მათ ოთხი სამთავრობო ვებგვერდი გათიშეს.
მათივე განცხადების თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში, #Anonymous-მა განახორციელა კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე, ზეგავლენა მოახდინა 30-ზე მეტ საიტზე და როგორც მოძრაობა წერს, მათი უმეტესობა უკვე „ოფლაინშია“.
„ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა. გარდა ამისა, სამიზნე გახდა მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომელიც პროპაგანდისტულ საშუალებებს ემსახურება.
კრემლის მარიონეტული მთავრობა საქართველოში ახორციელებდა რუსეთის „უცხო აგენტის“ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავს გააჩუმოს განსხვავებული აზრის და დამოუკიდებელი მედია, ისევე როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ორგანიზაციები.“ – წერს ჰაკერული მოძრაობა.
🚨Anonymous PR/ #OpGeorgia
— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) May 6, 2024
– During this period, #Anonymous has launched cyberattacks against Georgian government websites, impacting over 30 sites, with most of them now offline. These actions are in retaliation for police violence against peaceful protesters in Tbilisi and… pic.twitter.com/9E7nGpzjmm