LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anonymous-მა რუსულ არხებზე უკრაინის დაბომბვის კადრები გაუშვა

236
anonymous-collective

Anonymous-მა რუსულ არხებზე უკრაინის დაბომბვის კადრები გაუშვა. მათი განცხადებით, რუსული სატელევიზიო სერვისები დაჰაკეს.

ჰაკერთა ჯგუფის თანახმად, 6 მარტს გატეხეს რუსული სერვისები Wink-ი и Ivi და რუსული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებების დროს მაყურებელს აჩვენეს უკრაინის დაბომბვის ამსახველი კადრები და ომის და უკრაინაში გენოციდის საწინააღმდეგო მოწოდებები.

ტექსტი მთავრდებოდა სიტყვებით: „ეს ომი გაჩაღებულია პუტინის დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის მიერ რუსეთის ჩვეულებრივი ხალხის სახელით”.

კიბერთავდასხმა დიდხანს არ გაგრძელებულა და რუსული ტელეარხების მაუწყებლობა სწრაფად აღდგა.

Anonymous-მა რუსეთს კიბერომი გამოუცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო. ბოლო ხანს, ჰაკერთა ჯგუფმა არაერთხელ გათიშა რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების და კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების საიტები.

magti 5g