LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anonymous: რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე

3276
5x178btvynprjb4

ომის მეშვიდე დღე უკრაინაში კვალავ რუსული არმიის აგრესიისა და ინტენსიური დაბომბვების ფონზე მიმდინარეობს. რუსული აგრესიის ფონზე კი ანონიმური ჰაკერული ჯგუფი “ანონიმუსი” კვლავ განაგრძობს შეტევას რუსეთის ხელისუფლებაზე.

Anonymous-თან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა დატვიტა, რომ ამჯერად გათიშა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი.

“რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ ჯაშუშ-სატელიტებზე” – წერს ანონომუსი ტვიტერზე.

 

ცნობისთვის, “როსკოსმოსი” რუსული სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციაა, რომელიც ახლო კომუნიკაციაშია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან.

შეგახსენებთ, ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეტევა უკვე მიიტანა კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდებზეც.

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები