ანრი ჯოხაძე საბერძნეთში, კერძოდ, ათენში სოლოკონცერტისთვის ემზადება. შესაბამისი ანონსი უკვე გამოჩნდა სოციალურ ქსელში.
ბანერი გვატყობინებს, რომ ქართველი შემსრულებლის კონცერტი გაიმართება ათენში, 12 მაისს. ღონისძიების გამართვის ადგილად კი თეატრი „ბროდვეი“ არის მითითებული.
ბილეთები უკვე იყიდება.
ანრი ჯოხაძე საკუთარი რეპერტუარიდან ყველა ცნობილ კომპოზიციას შეასრულებს.

