– როგორ განწყობაზე ხარ ანრი? ძალიან გამახარა შენმა სტუმრობამ…
– როგორი მხიარული რადიოც არის, ისეთი მხიარული განწყობაა სტუდიაში. რაც შეეხება ახალ სიმღერას, ამბობენ, რომ გაჰიტდება, მარტივად დასამახსოვრებელია და ხალხი შეიყვარებს. რაც მთავარია, აზრიანი ტექსტი აქვს. სიმღერას ეწოდება ”განა ყველა ქალი ქალია?” მას გარკვეული ისტორი აქვს, თუმცა მოყოლისგან თავს შევიკავებ. სიმღერის, ტექსტის, არანჟირების ავტორი თავად მე ვარ. აგვისტოში დაიწერა ეს სიმღერა. ვიდეორგოლის იდეა, მონტაჟი ასევე მე მეკუთვნის. მე შევარჩიე ის ადამიანებიც, ვინც რგოლში მონაწილებენ – შორენა ბეგაშვილი, კრისტი ყიფშიძე, ია ნინიძე, მისი ქალიშვილი, ნინო შავგულიძე, მაკა შალიკაშვილი.
– შენ გიყვარს ხომ კლიპების გადაღება?
– იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. თუ გაქვს სიმღერა, მას სჭირდება ვიდეორგოლიც.
– ხომ არ გეგმავ კონცერტის გამართვას?
– ზაფხულისთვის არის გარკვეული ტურნეები დაგეგმილი, თუმცა კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ წავალ ისრაელში და სავარაუდოდ ბაქოშიც. საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით დაგეგმილი არაფერი მაქვს. თუკი ორგანიზატორი გამოჩნდება, მე ნებისმიერ რეგიონში ჩავალ და ვიმღერებ.
– დიდი მადლობა, რომ ექსკლუზივი ”არ დაიდარდოს” ეკუთვნის. ამ სიმღერას გზას დავულოცავ და შენ წარმატებებს გსურვებ…
– მე მინდა ეს სიმღერა მივუძღვნა ყველა ქალბატონს. კლიპის დახურული პრემიერა კინოთეატრ ”ამირანში” გაიმართა, სიტყვით ვერ გადმოგცემთ ისეთი ემოცია გამოხატეს მაყურებლებმა. ამ სიმღერაშიც და ვიდეოშიც ბევრი ქალის სათქმელი ჩაიდო. ეს არ არის სკანდალური სიმღერა, აქ სოციალური თემებია წამოწეული, ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ქალი, რომელიც პატიმარია, წარმატებული ქალი, რომელიც ყველასთვის სასურველია, მაგრამ მაინც ლაფს ასხამენ…
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ანრი ჯოხაძე – განა ყველა ქალი ქალია
ანრი ჯოხაძე – განა ყველა ქალი ქალია./ Anri Joxadze – Gana Kvela Qali Qalia
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
