LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „დიდგორი“ სამეგრელოში ტურნეს იწყებს

214
didgorinews

ანსამბლი „დიდგორი“ სამეგრელოში დიდ ტურნეს მართავს, რომელიც 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 8 ღონისძიებას მოიცავს.

28 აგვისტოს დღის კონცერტი მარტვილის მონასტერში გაიმართება, ხოლო იმავე საღამოს „დიდგორის“ შესანიშნავ შესრულებას ჩხოროწყუში, სოფელი ახუთში, კუხალაშვილების ოდაში მოისმენთ.

29 აგვისტოს დღის კონცერტი წალენჯიხის ფერიცვალების ტაძრის ეზოში ჩატარდება, შემდეგ კი ანსამბლის წევრები გადაინაცვლებენ ზუგდიდში, სოფელი ჩხორიაში, ეთნოსოფელ სისა ტურა-ში.

30 აგვისტო – აბაშა, სოფელი ონტოფო, ძველი მეგრული ოდა

31 აგვისტო – სენაკი, ნოქალაქევის კომპლექსი

1-ლი სექტემბერი, ფოთი, მალთაყვა, კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზო

2 სექტემბერი – ხობი, სოფელი ხეთა, თეატრონი

ვინც კონცერტებს ვერ დაესწრება, მათთვის ანსამბლის „ფეისბუქ“-გვერდი სპეციალურ შემაჯამებელ ვიდეორგოლს მოამზადებს, ასევე „ფეისბუქ“-გვერდზე შეხვდებით ლაივებს ღონისძიებებიდან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g