LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „დიდგორის“ ტურნე აჭარაში 21-25 მაისს გაიმართება

149
დიდგორი

„დიდგორი“ აჭარაში საკონცერტო ტურნეს იწყებს. 21-25 მაისის ჩათვლით ანსამბლი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ფოლკლორულ კონცერტებს გამართავს.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ანსამბლი „დიდგორი“ მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და ტრადიციულ საეკლესიო საგალობლებს მოიცავს. კონცერტებში „დიდგორთან“ერთად ადგილობრივი ანსამბლები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონცერტების განრიგი:

  • 21 მაისი – ქობულეთი
  • 22 მაისი – ქედა, სოფელი მერისი
  • 23 მაისი – შუახევი, სოფელი ხაბელაშვილები
  • 24 მაისი – ხულო, თეატრი
  • 25 მაისი – ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი

დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები