LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „ირიაო“ 15 ნოემბერს „თეატრში“ კონცერტს გერმანელ მუსიკოსებთან ერთად გამართავს

361
ირიაო

წისქვილის „თეატრი“ ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ და გერმანელ ჯაზ მუსიკოსებს მასპინძლობს.

სცენაზე გაჟღერდება ორიგინალური კომპოზიციები, რომლებიც აერთიანებს ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ჯაზის ელემენტებს, გერმანელი მუსიკოსების მონაწილეობით. პროგრამაში ასევე შესრულდება გერმანული მუსიკა თანამედროვე არანჟირებით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის მომზადდა.

საღამოს დაასრულებს: Latino Boys Band

ღონისძიება გაიმართება პროექტ „ალავერდის“ ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის თანამშრომლობას და მუსიკალური მემკვიდრეობის ახალი ინტერპრეტაციით გაცვლას.

პროექტის მონაწილეები:

  • მანფრედ ბდუნდლი (Manfred Bründl) – კონტრაბასი, პროექტის ავტორი, FRANZ LISZT Weimar მუსიკალური უნივერსიტეტის პროფესორი
  • ვერნერ ნოიმანი (Werner Neumann) – გიტარა
  • ტომ ფრიდრიხი (Tom Friedrich) – დრამი
  • მიშო ჯავახიშვილი – ვოკალი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“
  • ბუბა მურღულია – ვოკალი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“
  • გაგა აბაშიძე – ვოკალი, ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო“
  • ლუკა ტაბატაძე – კლავიში, მოწვეული მუსიკოსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები