LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანსამბლი სამეფო“ მზადაა მარიამს უსასყიდლოდ შეასწავლოს ცეკვები“ – მარიამის კიდევ ერთი ასრულებული ოცნების შესახებ სასიხარულო ამბავს, ქუთაისის ცეკვის ანსამბლი ავრცელებს

305
მარიამ კოხრეიძე

„ანსამბლი სამეფო“ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და წერს, რომ მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ანსამბლი ცეკვებს უსასყიდლოდ შეასწავლის:

ვიდეო: ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი – 16 წლის მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო და ამ პატარა გოგოს გულშემატკივარი გახდა

მარიამი კლინიკიდან გაწერეს და ახლა უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის. რთული ოპერაციის შემდეგ, საუბარსაც ახერხებს და დროდადრო ცეკვასაც.

„ქუთაისის ცეკვის „ანსამბლი სამეფო“ მზადაა მარიამს უსასყიდლოდ შეასწავლოს ცეკვები. ჩვენი გადაწყვეტილება, ასევე უკავშირდება ფაქტს, რომ მარიამის საცხოვრებელი სახლიდან ახლოს მდებარეობს ანსამბლის სტუდია“, – წერს „ანსამბლი სამეფო“ და აზიარებს მარიამის ცეკვის ვიდეოს,რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. მარიამს ყბის სახსრის ანკილოზის დიაგნოზი დაუდგინდა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.

ქუთაისის ცეკვის ანამაბლი Ensemble Samepo• ანსამბლი სამეფო მზადაა მარიამს უსასყიდლოდ შეასწავლოს ცეკვები 🥰💖 ❗️ჩვენი გადაწყვეტილება ასევე უკავშირდება ფაქტს, რომ მარიამის საცხოვრებელი სახლიდან ახლოს მდებარეობს ანამბლის სტუდია 🎥Dantesi

Posted by Ensemble Samepo• ანსამბლი სამეფო on ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g