LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი „შავნაბადა“ სტრასბურგში, დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

180

7  ნოემბერს ანსამბლი „შავნაბადა“ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით, სკოლის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე მიემგზავრება.

ანსამბლი 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში,  ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარდგება.

9 ნოემბერს სტრასბურგის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართება აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“  სოლოკონცერტი.

სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნა ევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია, რომელსაც ანსამბლი ევროპის საბჭოს სასახლეში  საზეიმოდ შეასრულებს. შერულდება ხალხური სიმღერები და ჯ. კახიძის მრავალჟამიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g