LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება აშშ-ში აიკრძალა

132

ანტიბაქტერიული კომპონენტები, რომელსაც სხვადასხვა ჰიგიენური საშუალება შეიცავს, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. აშშ-ს კვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ანტიბაქტერიული მასალის შემცველი საშუალებებზე  შეზღუდვა დააწესა. ამ პერიოდის განმავლობაში აიკრძალება ტრიკლოზანის და კიდევ 18 კომპონენტის გამოყენება როგორც მყარ, ასევე თხევად საპონში. ასეთი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ ეხება, მაგალითად, კბილის პასტა Colgate Total-ს, რომელიც ტრიკლოზანს შეიცავს, თუმცა მწარმოებელმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ პროდუქტის სარგებელი მავნებლობას ბევრად აჭარბებს.

ტრიკლოზანი გამოიყენება უამრავი ჰიგიენური საშუალების წარმოებისას, იმის მიუხედავად, რომ სარგებელზე არანაირი ინფორმაცია არ არის. სამაგიეროდ, მედიკოსები ამბობენ, რომ აღნიშნული ნივთიერება იწვევს რეზისტენტული მიკროორგანიზმების სტიმულირებას, არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, შესაძლოა, საფრთხე გულის მუშაობასაც შეუქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g