LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისამთავრობო აქცია ნიკარაგუაში დაკავებებით დასრულდა

32

ნიკარაგუაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ქვეყნის ოპოზიცია და მათი მომხრეები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეფორმას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულ პირებს სოციალური დაზღვევის ფონდში სავალდებულო შენატანის ოდენობა ეზრდებათ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

აქცია დაკავებებით დასრულდა. ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას საწინააღმდეგო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები.

ნიკარაგუაში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ნიკარაგუაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა და 448 გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები