LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვერ პოულობენ ავტომობილს, რომელზეც ტექნიკა იყო განთავსებული

171
66583714_10215352431864100_3225171438843461632_n

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ პიკაპის ტიპის ავტომობილს, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი და სატელევიზიო ტექნიკა იყო განთავსებული.

ავტომობილი ტელეკომპანია „ტაბულას“ ეკუთვნის და მასზე როგორც აქციაზე გამოყენებული ხმის გამაძლიერებლები, ასევე სხვადასხვა ტელეკომპანიის სატელევიზიო ტექნიკა იყო განთავსებული, რომლითაც ვიდეოგადაღება და ტრანსლირება ხორციელდებოდა.

„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გაუჩინარებულია და მძღოლთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„აქციაზე დაიკარგა „ტაბულას“ პიკაპი, რომელსაც მე ვიყენებ ჟურნალისტური საქმიანობისთვის. იყო პიკაპი, ვიქირავეთ აპარატურა და ამ აპარატურით ვატარებდით აქციას. როცა გაიხსნა გზა, მძღოლს არ გააჩერებინეს მანქანა და „რედისონთან“ წავიდა ბოლოს რომ ველაპარაკე. მერე მოველაპარაკეთ პოლიციას. გვითხრეს, რომ არ იქნებოდა პრობლემა, გაგვაჩერებინებდნენ. ამის შემდეგ გავიდა ერთი საათი, მძღოლი არის გამქრალი, პიკაპი არის გამქრალი, ხელი მეშლება ჟურნალისტურ საქმიანობაში. ეს ტექნიკა არის „ტაბულასი“. ჟურნალისტების შტატივები, ყველაფერი მანქანაშია, მძღოლი გამქრალია. სადღაც ჰყავთ წაყვანილი. ხელისუფლება გვიშლის ხელს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10215352431824099&set=a.3696060080163&type=3&theater

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან ვითარებაში გარკვევას და პიკაპის მოძიებას ითხოვენ.

შეგახსნეებთ, რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა, ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები.

პოლიციამ კორდონი გახსნა - ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტთან არიან შეკრებილები

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები