LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს ვასაძის მხარდამჭერებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი შეასხეს

521
Capture

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზურაბ ბერძენიშვილს პარლამენტთან ლევან ვასაძისა  და ქართული მარშის აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ მართავენ აქციას, შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი შეასხეს.

ინციდენტს წინ უძღოდა ლევან ვასაძის გამოსვლა პარლამენტთან, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა მოითხოვა.

მსგავსი კანონი რუსეთში მოქმედებს და მას ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებენ დისკრიმინაციული შინაარსის გამო. მას შემდეგ რაც ლევან ვასაძემ აღნიშნული მოთხოვნები წამოაყენა, მას ზურაბ ბერძენიშვილმა რუსეთის აგენტი უწოდა. სწორედ ამის შემდეგ მიაყენეს აქციის მონაწილეებმა ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

“ის არის დუგინის ძმაკაცი დაუფრავად, ეს როცა ხმამაღლა განვაცხადე, ამან გამოიწვია პროტესტი და როცა მათ მშვიდობიანი გამოხტავის ფორმებში ძლიერი უნარები არ აქვთ, წყალი შემასხეს, მაგინეს, ფიზიკურად გამოიწივნენ, მამაოებმა საქათმეში შედიო,”- აცხადებს ზურაბ ბერძნიშვილი.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე ჩვეულებრივ გაგრძელდება ანტისაოკუპაციო პროტესტი.

“ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა, სულ არ დავამთავროთ ეგ აქციაო და ანტისაოკუპაციო აქციას ვინმე როგორ დაამთავრებს და მშვიდობიან პროტესტანტებს თვალებს როგორ დათხრის, მაგასაც ვნახავთ,”- აცხადებს ბერძენიშვილი და აცხადებს, რომ ტერიტორიას არ დათამობენ, სადაც ახლა არიან “ანაფორას ამოფარებული ძველი ბიჭები და ფსევდოეროვნულ ღირებულებებს ამოფარებული ვითომ პატრიოტები, სინამდვილეში რუსეთის აგენტები.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g