LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებულ ბინებს კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს

82

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული ბინები უკვე აღწერილია და მათ გასარემონტებლად დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ ბინებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს.

„ძირითადი დაზიანებები არის ხუთ ბინაში. კიდევ არის ორი ბინა, რომელსაც მცირე დაზიანებები აქვს. უკვე ხვალიდან ჩვენ შევუდგებით სამუშაოებს და შევეცდებით მაქსიმალურად მცირე დროში დავასრულოთ ჩვენი ნაწილი. ზუსტად ვერ გეუბნებით, რა დრო დაგვჭირდება, რადგან, საერთო ჯამში, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრი ფართი არის გასარემონტებელი და გასამაგრებელი“, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.

mazda magti 5g