კანის რიგით 72-ე ფესტივალი ოფიციალურად დასრულდა და ფესტივალის ჟიურიმ, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ხელმძღვანელობით, გამარჯვებულები დაასახელა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალი განსაკუთრებულად სასიხარულო გამოდგა კორეელი რეჟისორის, პონ ჩჟუნ ხოსთვის, რომლის ფილმმა „პარაზიტები“ „ოქროს პალმის რტო” მიიღო. ფილმი გაჭირვებული ოჯახის წევრებზე გვიყვება, რომლებიც მდიდრების ხარჯზე იუმჯობესებენ ფინანსურ მდგომარეობას. გამარჯვებული კატრინ დენევმა დაასახელა.
რიგით მეორე გრან-პრის მფლობელი, მატი დიოპის ფილმი „ატლანტიკა“ გახდა, რეჟისურისთვის კი პრიზი ძმებს დარდენებს გადაეცათ, ფილმისთვის „ახალგაზრდა აჰმედი“.
საუკეთესო სცენარისთვის პრიზი სელინ სკიამას გადაეცა ფილმისთვის „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი ცეცლხლში“, კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო პედრო ალმადოვარის ფილმისთვის, ანტონიო ბანდერასს გადაეცა. ქალის საუკეთესო როლისთვის გამარჯვებული ემილი ბიჩემი გახდა ფილმიდან „პატარა ჯო“. ოქროს პალმის რტოს საპატიო პრიზი წელს ალენ დელონს გადაეცა.
რაც შეეხება ქართულ ფილმს „და ჩვენ ვცეკვავთ“ კანის კინოფესტივალზე, კრიტიკოსთა რეიტინგში ყველაზე კარგი ფილმების ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა, ამავე ჩამონათვალში მხოლოდ მე-11 ადგილს დასჯერდა ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“.