ანტონიო ბანდერასი ამჯერად ბარსელონაში იმყოფება, სადაც Goya Award-ის პრესკონფერენციას დაესწრო. ესპანელი მსახიობი მეგობარ გოგონასთან 35 წლის ნიკოლ კიმპელთან ერთად გამოჩნდა ჟურნალისტებთან. ბანდერასი ელეგანტურად გამოიყურებოდა ჯინსებსა და ტყავის ქურთუკში, ასევე სპორტულ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა მისი მეგობარი გოგონაც. წყვილი უკვე წელიწადია ერთმანეთს ხვდება.
რაც შეეხება Goya Award-ს, მას ბრიტანული BAFTA-ს ანალოგს უწოდებენ. ესპანური კინოს დაჯილდოვების ამ ცერემონიაზე ბანდერასი ოთხჯერ იყო ნომინირებული, წელს კი კინომატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო მიიღო.