LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტვერპენის ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებელთა მიღებას იწყებს

17

ანტვერპენში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებელთა მიღებას იწყებს. ბელგიის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველი ექსპოზიცია 27 აპრილს გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მუზეუმი რეკონსტრუქციისთვის იყო დაკეტილი და განახლებით სამუშაოებს ცნობილი ანტიკვარი, არქიტექტორი და დიზაინერი აქსელ ვერვორდტი ხელმძღვანელობდა. შედეგმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მუზეუმში განვითარებადი ინფრასტრუქტურა და მრავალენოვანი ციფრული ტექნოლოგია დაამონტაჟეს. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ მართლაც უნიკალური ნამუშევრები იხილონ და ამავდროულად, მათი ისტორიული მნიშვნელობის შესახებაც უფრო მეტი გაიგონ.

რაც შეეხება საზეიმო გახსნას, მას ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხელოვანები დაესწრებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები