Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მონაწილე ქართველი დიზაინერი ანუკა ქებურია, როგორც მას ახასიათებს, ისევ შავი კოლექციით წარსდგა. თემა ძლიერი ადამიანია. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულეა, ყველა ადამიანმა წინსვლა უნდა განაგრძოს. თუ დაეცემი აუცილებლად უნდა წამოდგე“ – აღნიშნა ანუკა ქებურიამ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოლექცია სრულიად შავი იყო, დომინირებს ტყავი. დიზაინერმა პირველად გამოიყენა ხავერდი. გვხვდება ნაზი, გამჭვირვალე ქსოვილების და ტყავის სინთეზი.
ბაიერები უკვე დაინტერესდნენ დიზაინერის კოლექციით. მოდის კვირეულის დასრულების დღეს ანუკას ერთ-ერთი ბაიერი, კევინი, ესტუმრა, რომელიც “EijenStainLondon”-ს წარმოადგენს. შემდეგი სეზონიდან ანუკა ქებურიას სამოსები ცნობილი ბრენდების გვერდით გაიყიდება.