LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალენ დელონის ქონებისთვის გადამტერებული დედმამიშვილები – ენტონი დელონი პოსტს ავრცელებს: „ანუშკა სამი კვირის განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდა ჩემი და ჩემი ძმის განადგურების პროცესით…“

348
page

ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის ოჯახში დაძაბული ვითარებაა. რანდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 88 წლის ალენის ქონების განკარგვა აეკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს.

ცოტა ხნით ადრე, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. დელონის ვაჟები მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

ახლახან ენტონიმ `ინსტაგრამზე~ ვრცელი პოსტი გაავრცელა. მის სოცქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ის აღნიშნულ თემაზე საუბრობს.

„ანუშკა სამი კვირის განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდა ჩემი და ჩემი ძმის განადგურების პროცესით“, – ნათქვამია ენტონის პოსტში.

ცნობისთვის, ალენ დელონს 4 შვილი ჰყავს, მათგან ერთ-ერთი, კრისტიან აარონი გასულ წელს გარდაიცვალა.

88 წლის ალენ დელონს პირადი ქონების განკარგვის უფლება ჩამოერთვა – ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა

„შენ ფლობ იმ სიყვარულს, რომელიც მჭირდება“ – ალენ დელონის 33 წლის ქალიშვილი, ანუშკა დელონი ლეგენდარულ მამასთან გადაღებულ თბილს ფოტოს ავრცელებს

ალენ დელონის შვილები მსახიობის მომვლელს სასამართლოში უჩივიან

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anthony Delon (@therealanthonydelon)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anthony Delon (@therealanthonydelon)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g