LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე: „მძიმე ჯვარია უმისოდ სიცოცხლის გაგრძელება…“

1334
lalisutiridze

ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე, ლალი სეთურიძე სოციალურ ქსელში მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ უამრავ სამძიმარს პასუხობს და ყველას დიდ მადლობას უხდის დიდი წუხილის გაზიარებისთვის.

„გულით  მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც  ჩვენი  ოჯახის მწუხარება  გაიზიარა.

ვიცოდი, როგორ  არ  ვიცოდი, ანზორ  ერქომაიშვილი  მთელ  საქართველოს რომ  უყვარდა,  მაგრამ  სიყვარულის  საყოველთაო  გამოხატვამ მაინც  ყოველგვარ  მოლოდინს  გადააჭარბა. ალბათ,  ეს უკუგება  იყო  იმ დიდი სიყვარულისა, რასაც ის  ატარებდა.  მის გულში სიძულვილის ადგილი არ იყო.

ჩემთვის  დიდი  ბედნიერება  იყო  ანზორ  ერქომაიშვილის გვერდით ცხოვრება, მით უფრო მძიმე  ჯვარია უმისოდ სიცოცხლის გაგრძელება.

თუ ამას უფლის ნებით მაინც მოვახერხებ, იქნებ, მისი  მემკვიდრეობის  მოვლა-პატრონობაც  შევძლო.

კიდევ  ერთხელ  გწირავთ  მადლობას.

ლალი  სეთურიძე-ერქომაიშვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g