LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AP: რუსეთმა უკრაინისთვის “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლების ცხედრების გადაცემა დაიწყო

69
bpanews_5fedb93d-55b7-4e26-95e1-92811037b6a6_1

„ესოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა.

გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცედურა უკვე დაწყებულია, ამასთან, უცნობია, რამდენი ცხედარი შეიძლება, კიდევ იყოს დარჩენილი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც კვირების განმავლობაში რუსეთის ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ.

მანამდე გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა და უკრაინამ პირველად გაცვალეს დაღუპული მეომრები და თითოეულმა მხარემ მეორეს 160 ცხედარი გადასცა. პოლკ „აზოვის“ პრესმდივანმა ანა გოლოვკომ Associated Press-ს დაუდასტურა, რომ მათ შორის იყო „აზოვსტალის“ დამცველი პოლკის, “აზოვის” სულ მცირე 52 დაღუპული მებრძოლიც.

აღსანიშნავია, უკრაინის მთავრობას ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, კომენტარი არ გაკეთებულა არც რუსეთის მხრიდან. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე „ესოშიეტიდ პრესთან“ „აზოვსტალში მოკლული სამხედროების ნათესავებმა ისაუბრეს.

 

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყოფება 2 500-ზე მეტი მებრძოლი, რომლებიც მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალს“ იცავდნენ, და უკრაინა მუშაობს მათი გათავისუფლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g