LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპლიკაცია, რომელიც დაკარგულ სმარტფონს გაპოვნინებთ

52

საძიებო გიგანტმა Google კონფერენცია გამართა, სადაც სიახლე წარმოადგინა. Find My Device – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც დაკარგულ სმარტფონს გაპოვნინებთ.

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Play-ში. მისი საშუალებით, მეპატრონე დაკარგულ დევაისზე გაუშვებს ზარს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ პოვნა ვერ მოხერხდა აპლიკაციით მისი დაბლოკვა ან სასურველი ინფორმაციის წაშლა შეეძლება.

Find My Device-ის საშუალებით შესაძლებელია იმის განსაზღვრაც, სად არის კონკრეტულ მომენტში თქვენი სმარტფონი. მიმდინარე ლოკაციას რუკაზე ნახავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები