Apple-1-ის პირველი სერიის კომპიუტერი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იყო დარჩენილი, ნიუ-იორკში Bonhams-ის აუქციონზე 905 ათას დოლარად გაიყიდა.
რარიტეტული მოწყობილობა Apple-ის თანადამაარსებელმა, სტივ ვოზნიაკმა სტივ ჯობსის ავტოფარეხში 1976 წელს ააწყო. კომპიუტერი მუშა მდგომარეობაში გაიყიდა.
აუქციონის სახლის აზრით, მოწყობილობის ფასი 300-დან 500 ათას დოლარამდე იქნებოდა, თუმცა, საბოლოო თანხამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება.