ბონდიანას შესახებ ახალი, 25-ე ფილმის დისტრიბუციისთვის ერთდროულად რამდენიმე მსხვილი კომპანია იბრძვის. მთავარი კანდიდატი Warner Bros.-ია, თუმცა ცოტა ხნის წინ მას Apple და Amazon შეუერთდნენ.
ორივე კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად არიან, ფილმის დისტრიბუციაში მინიმუმ იმდენი დახარჯონ, რამდენსაც Warner გეგმავს.
წყაროს ცნობით კი, აღნიშნულ კომპანიებს მასე ჩინური მწარმოებლებიც შეუერთდებიან, რაც კონკურენციის დონეს ერთიორად გაზრდის.
ამ მომენტისთვის, „ჯეიმს ბონდის“ უფლებებს კომპანიები MGM და Eon იცავს. 2015 წელს, 007: სპექტრი“ Sony-მ გამოუშვა. მსოფლიო კინოგაქირავებაში ფილმმა 900 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.