LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის ახალი უსადენო ყურსასმენი ხმას იდეალურად ახშობს

610

კომპანია Apple-მა ახალი უსადენო ყურსასმენები Beats Studio 3 წარმოადგინა, რომელსაც ხმის დამხშობი იდეალური ფუნქცია აქვს.

სიახლეს Apple W1-ის ჩიპი მოჰყვება, რომლის საშუალებითაც ის მარტივად უერთდება iPhone-ს, iPad-სა და Mac-ს. Pure Adaptive Noise Canceling-ის საშუალებით, ყურსასმენებს ასევე გაუმჯობესებული აქვს ხმის დამხშობი ფუნქცია, რომელიც გარშემო სიტუაციის ანალიზს მუდმივად აკეთებს და ავტომატურად არეგულირებს ხმის ინტენსივობას.

ყურსასმენის დატენვა microUSBთა და Apple Lightning-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი, ავტონომიურ რეჟიმში კი ის 40 საათამდე მუშაობას უზრუნველყოფს.

Beats Studio 3 349,95 დოლარი ღირს და მისი შეძენა თეთრ, ცისფერ, ვარდისფერ, წითელ, ნაცრისფერ და შავ ფერებშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები